logo
ENG



გორში თხევადი გაზის სადგურზე ხანძარი იყო - არიან დაშავებულები

08 ივლ 202122:30
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/08/aioe6pdhbuuqlz3.jpg

გორში, კომბინატის დასახლებაში თხევადი გაზის სადგურს ხანძარი გაუჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად სხეულის დაზიანება მიიღო სამმა ადამიანმა - დაშავებულები გორმედის კლინიკაში გადაიყვანეს. 

ადგილზე მივიდნენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.


close დახურვა