გორში, ვერხვების დასახლებაში გზაზე გადასვლის დროს მანქანა 70 წლის ქალს დაეჯახა. ის დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი TV მონიტორინგი ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლია კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.