logo
ENG



გორში მაღაზია გაქურდეს, მეპატრონის თქმით, ვინც გაქურდა, იმისი ოჯახი შიმშილობდა

11 აპრ 202112:11
3 წუთის საკითხავი
 

კომენდანტის საათის დროს გორში მაღაზია გაქურდეს. წაღებულია სურსათი, პური და ხურდა ფული. 

მაღაზიის მეპატრონე ამბობს, რომ მისი ოჯახი, ვინც გაქურდა, ბოლო დღეებში ოჯახი შიმშილობდა და დანაშაულიც სწორედ ამის გამო ჩაიდინა. 

"დუხჭირ ცხოვრებას, სხვას რას უნდა მივაწერო. არაფერი აქვთ. შემოვიდა ბავშვი, წაიღო პური, სურსათი და იმ დღეს საჭმელი ჰქონდა". - ამბობს ის. 

მაღაზიის მეპატრონე ჩივილს არ აპირებს. 

"როგორ გაუჭირდა, რომ მოვიდა და საჭმელი მოიპარა. დაავლო ხელი და წაიღო. ამის გამო ციხეში როგორ გავუშვა, უარსი არ იქნება?". 

გორში სასურსათო მაღაზიების ქურდობა და სწრაფი ჩარიცხვის აპარატების დაზიანება ყოველდღიურობად იქცა. 


close დახურვა