![გორში მომხდარი ავარიის დროს 2 მოზარდი დაშავდა](/uploads/news/lenti-patruli-1-770x433.jpg)
გორში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც ორი ადამიანი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 2 მოზარდი გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მათ ავტომობილი დაეჯახა.
როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.