logo
ENG



გორში მომხდარი დაჭრის საქმეზე გამოძიების მუხლი გადაკვალიფიცირდა

08 ივნ 202010:55
3 წუთის საკითხავი
 
1b3e8msgifuh2c4.jpg

გორში, კომბინატის დასახლებაში მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიების მუხლი გადაკვალიფიცირდა.

როგორც „ფორმულას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლის ნაცვლად, 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, 33 წლის მამაკაცი პირმა ცივი იარაღით დაჭრა. დაშავებულს კლინიკა „გორმედში“ სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა. შსს-მ საქმე ცხელ კვალზე გახსნა. ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.


close დახურვა