გორში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა.
58 წლის კაცი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს გარდაცვლილი დახვდა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო.