შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გორში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისის დაზიანების ბრალდებით კიდევ ერთი, მესამე ადამიანი დააკავეს. მას ბრალი სხვისი ნივთის დაზიანებაში ედება.
უწყების ცნობით, ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად, გორში პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისის მინები დააზიანა.
ამავე საქმეზე სამართალდამცველებმა ორი პირი გუშინ, 2 მარტს დააკავეს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახურის ცნობით, გორის ამავე ოფისს მანამდე, ხუთჯერ დაესხნენ თავს. ადგილობრივ ოფისში ენმ-ს წარმომადგენელი რევაზ კახნიაშვილი ფორმულანიუსთან ინტერვიუში ამბობს, რომ პოლიციას წინა, მსგავსი შემთხვევები არ გამოუძიებია, ამიტომ ეს დანაშაული წახალისებულია.