გორის რაიონულმა სასამართლომ, პოლიციის თანამშრომლის მკვლელობისთვის ბრალდებულ, თუქეთის მოქალაქე, ჰასან დოგანს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიების ვერსიით, გორში პოლიციის თანამშრომელს საკუთარ სახლში ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები, მდგმურმა ჰასან დოგანმა იმ დროს მიაყენა, როდესაც დავით სვიანაძეს ეძინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა 31 წლის თურქეთის მოქალაქე შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე დუმილის უფლება გამოიყენა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რომელიც წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ჰასან დოგანს 13-17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.