logo
ENG



გორში პოლიციელს ფიზიკურად გაუსწორდნენ

24 ივნ 202121:47
3 წუთის საკითხავი
 
2021/06/24/05rzmkk4815xrqv.jpg

გორში, სტალინის გამზირზე საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დაშავებული პოლიციელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

არსებული ინფორმაციით, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ახალგაზრდა კაცი დააკავეს.

როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 353 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.


close დახურვა