გორში ქურდული სამყაროს მხარდაჭერისა და ქურდულ გარჩევაში მონაწილეობის ბრალდებით 5 პირი დააკავეს. სპეცოპერაცია დაკავებულების სახლებში, დღეს, 8 ივლისს გამთენიისას ჩატარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია. სავარაუდოდ დაკავებულებს ბრალს დღეს წარუდგენენ. ისინი პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან. ადვოკატის განცხადებით, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.