logo
ENG



გოჩა გაბოძე: მსგავსი უპრეცედენტო დაცვის ზომების მიღება, 21-ე საუკუნეში საჭირო არ უნდა იყოს

08 ნოე 201917:53
3 წუთის საკითხავი
 
xgo5xou73gdd7m3.png

 

ასოციაცია "ბროწეულის" წევრი გოჩა გაბოძე, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებაზე, კინოთეატრ „ამირანში“, ფერადი დროშით მივიდა და აღნიშნა, რომ ეს არის მინიმალური პროტესტის, ფორმა, რომლითაც ლგბტ თემის მიმართ არსებულ ძალადობას აპროტესტებს.

ის ერთ-ერთი პირველი მივიდა კინოთეატრში და სამართალდამცავებთან შესაბამისი შემოწმებაც გაიარა.

როგორც გაბოძე აცხადებს, მსგავსი უპრეცედენტო დაცვის ზომების მიღება, 21-ე საუკუნეში საჭირო არ უნდა იყოს.

„ფილმის რევიუები მაქვს მხოლოდ ნანახი. ვთვლი, რომ დღეს, ლგბტ თემის პრობლემის ასახვა მხატვრულ ფილმში არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გზა, რადგან ის ჩაგვრა, რომელსაც ყოველდღიურად განვიცდით, გახდეს ხილვადი და მივიდეს იმ ადამიანთა გულამდე, რომლებიც განგვიხილავენ, როგორც არათანასწორ საზოგადოების წევრებს. ფილმზე მოსვლამდე უპრეცედენტო დაცვის ზომები გავიარე. 21-ე საუკუნეში ადამიანებს ასეთი ბარიკადები არ უნდა გვაშორებდეს. ლგბტ თემი არ უნდა ვიყოთ ინსტრუმენტალიზებული ჩაგვრის ობიექტი. ამ თემებით მანიპულირება საზოგადოებაში არ უნდა ხდებოდეს, რადგან საზოგადოებას საქართველოში, უნდა ჰქონდეს ცივილურობის ამბიცია და ერთმანეთის ატანა უნდა შეგვეძლოს,“ - განაცხადა მან.

რაც შეეხება დროშას, გაბოძემ განმარტა, რომ ეს არის თავისუფლების და თანასწორობის სიმბოლო.

„დროშა არის თავისუფლების და თანასწორობის თემის ბრძოლის სიმბოლო. გარკვეული პროტესტი, რომელიც ჩვენი თემის თანასწორობისთვის არსებობს, მინდა გამოვხატო თუნდაც ამ მინიმალური ფორმით. მოვუწოდებ ადამიანებს იყვნენ მშვიდობიანები,“- განაცხადა გოჩა გაბოძემ.

შეგახსენებთ, რომ ფილმის ჩვენება დაახლოებით საათნახევარში დაიწყება. ჩვენების ადგილებზე პოლიცია და წინააღმდეგობრივი ჯგუფები არიან მობილიზებული.

 

 

 


close დახურვა