logo
ENG



გოჩა ჯეირანაშვილი: კლანური მმართველობა სასამართლოში არ არსებობს

08 ნოე 201917:34
3 წუთის საკითხავი
 
dwxel5290m317ek.png

უვადო მოსამართლეობის კანდიდატი გოჩა ჯეირანაშვილი, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დღეს უსმენდნენ, მიიჩნევს, რომ კლანური მმართველობა სასამართლოში არ არსებობს.

ამის შესახებ მან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„არანაირი ზეგავლენა და ზემოქმედების მოხდენა სხვა გავლენიანი ჯგუფების მხრიდან, არ ხდება. კლანური მმართველობა სასამართლოში არ არსებობს,“ - განაცხადა ჯეირანაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია დაინტერესდა, თუ როგორ აფასებს მოსამართლე საბჭოთა ხელისუფლების პერიოდს.

„საბჭოთა ხელისუფლება ტოტალიტარული რეჟიმი იყო, რომელიც ადამიანის ყოველგვარ თავისუფლებას ზღუდავდა. დიდი ხანი არ მომიწია, მაგრამ რაც გამიგია,“ - უპასუხა ჯეირანაშვილმა ბოკერიას.

ცნობისთვის, ჯეირანაშვილი ბოლო კანდიდატია, რომელსაც პარლამენტი უსმენს.

 

 

 

 


close დახურვა