logo
ENG



გოცირიძე: განცხადება, რომ მათი მოქალაქე ქვეყანას ვერ დატოვებს არის დიქტატურა

05 ივნ 202020:46
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებას, რომ ქართველები ამ ზაფხულს საზღვარგარეთ ვერ წავლენ, ოპოზიციაში გამოეხმაურნენ.

 „ევროპული საქართველოს“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, პრემიერ მინისტრმა, უნდა განმარტოს ის თუ როგორ აპირებს ის ადამიანებს გადაადგილება შეუზღუდონ.

 „ბატონმა გახარიამ თვითონ უნდა ახსნას როგორ აპირებს ადამიანებს შეიზღუდოს გადაადგილება. თუკი ადამიანები იმოქმედებენ იმ წესებით, რაც დადგენილი იქნება საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, როგორ უნდა იმოგზაურონ ადამიანებმა. ქვეყნის შიგნითაც პრემიერმა უნდა იცოდეს, ის რომ, როდესაც 10 ათასობით ოჯახი შიმშილის წინაშე დგას, რამდენ ადამიანს ექნება საშუალება რომ თუნდაც თავისი ქვეყნის შიგნით დასასვენებლად ოჯახი წაიყვანონ“,-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე გახარიას ამ განცხადებას დიქტატორულს უწოდებს და აცხადებს, რომ სახელმწიფოს არ აქვს უფლება საკუთარ მოქალაქეებს გადაადგილება შეუზღუდოს.

„ეს არის კონსტიტუციის დარღვევა და არავის არ აქვს უფლება რომ საკუთარ მოქალაქეს გასვლა აუკრძალოს. თუ სხვა სახელმწიფო არ მიგიღებს ეს მათი პრობლემაა, მაგრამ განაცხადო, რომ მათი მოქალაქე ქვეყანას ვერ დატოვებს ეს არის დიქტატურა“,-განაცხადა რომან გოცირიძემ.

დამოუკიდებელი დეპუტატი, ლევან კობერიძის თქმით, საქართველოს პრემიერ მინისტრი მიიჩნევს, რომ მან უკეთ იცის როგორ უნდა იცხოვრონ საქართველოს მოქალაქეებმა. როგორც კობერიძე აცხადებს ეს ნაციონალური მოძრაობის სტილი იყო.

„პრემიერ-მინისტრს გონია რომ მან ყველაზე კარგად იცის როგორ უნდა იცხოვრონ მოქალაქეებმა, როგორ უნდა ისუნთქონ როგორ უნდა იმოგზაურონ და დამრიგებლური ტონით ცდილობს, რომ თავისი სურვილები თავს მოახვიოს, მსგავსი ტიპის ფრაზებში მხოლოდ ამას ვხედავთ. ესეთი დამოკიდებულება მოსახლეობის მიმართ, როდესაც შენ ფიქრობ რომ შენ უკეთ იცი როგორ უნდა იცხოვროს თითოეულმა მოქალაქემ, ეს იყო სწორედ ნაციონალური მოძრაობის სტილი“,-განაცხადა ლევან კობერიძემ


close დახურვა