logo
ENG



გოცირიძე: გუშინ კანონპროექტის ხელმომწერები იყვნენ და ახლა გაუნათდათ გონება

12 ნოე 201921:37
3 წუთის საკითხავი
 
y2hvze8s23vle9i.png

გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მომხრე დეპუტატები, ახლა უცებ აღარ უჭერენ მხარს კანონპროექტს.

„არის რამდენიმე გულუბრყვილო მაჟორიტარი, რომელსაც უნდა გარანტიები და უნდა ახლავე გაიგოს იქნება თუ არა სიაში. მაგალითად, წინა პარლამენტში მოგეხსენებათ ერთ-ერთი დეპუტატი დანიშნეს მთის დირექტორად, თეთნულდის დირექტორის პოსტი გამოიგონეს და დაუფასეს სამსახური. ზოგი შეიძლება მართლა გლწრფელია, მეორე მხარეა, რომ 93-მა დეპუტატმა მოაწერა ხელი და ეს ნიშნავს, რომ მათ 17 ხმით მეტი ქონდათ ხელმოწერისას. გარანტირებულად გადიოდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მხარს თუ კი ოპოზიციის დიდი ნაწილი დაუჭერდა ცვლილებებს მხარს. ახლა აღმოჩნდა, რომ 93-დან 15 უარს აცხადებს. როგორ, გუშინ ხელმომწერი იყავი, კანონს მხარს უჭერდა და დღეს რა ბზიკმა უკბინა, ახლა გაუნათდათ გონება?," - განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი კანონპროექტი 2020 წელს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს. საკონსტიტუციო ცვლილებას 113 დეპუტატის ხმა სჭირდება. მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილმა განაცხადა, რომ ისინი არ აპირებენ კანონპროექტს მხარი დაუჭირონ. თუ მაჟორიტარების მუქარა შესრულდება და 40 დეპუტატი ცვლილებებს გაემიჯნება, კანონპროექტი ჩავარდება. 


close დახურვა