logo
ENG



გოცირიძე: ევროპარლამენტარებმა საკუთარი თვალით ნახეს საქართველოში არსებული მძიმე ვითარება

10 დეკ 201907:29
3 წუთის საკითხავი
 
a6hhkbzl9j36n8f.jpg

რუსული საფრთხეები, შეუსრულებელი პირობები ჩაგდებული კანონპროექტი და პოლიტპატიმრები - ევროპარლამენტარები ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობენ და მათ მკაცრ მესიჯებს გადასცემენ.  ოპოზიციის თქმით, ევრონესტმა  ხაზი გაუსვა ქვეყანაში არსებულ კრიზისულ ვითარებას და მმართველ გუნდს დიალოგისკენ მოუწოდა. 

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა, ევროპარლამენტარების განცხადებები ხელისუფლებისთვის საგანგაშო სიგნალი უნდა იყოს.

„ევროპარლამენტარებმა საკუთარი თვალით ნახეს საქართველოში არსებული მძიმე ვითარება, რასაც მათი ცალკეული პოლიტიკური განცხადებები ადასტურებენ. ხელისუფლებისთვის ეს საგანგაშო სიგნალია. პირველ რიგში, ეს ეხება თავისუფალი არჩევნების ჩატარების საკითხს და ეს თემა ქვეყანაში წარმოქმნილი კრიზისი სამართლიანი მოლაპარაკების გზით გადაიჭრას“, - განაცხადა გოცირიძემ. 

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მერვე ყოველწლიური სესია დღეს დასრულდება.

 


close დახურვა