logo
ENG



გოცირიძე: ეს უღირსი ადამიანების პარლამენტია, სიმშვიდე არსად არ ექნებათ

26 ნოე 201911:51
3 წუთის საკითხავი
 
yqb509ebk31s2rx.jpg

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ოპოზიცია საპარლამენტო სხდდომებზე დასწრებას არ აპირებს. როგორც გოცირიძემ "ფორმულასთან" საუბარში განაცხადა, მთავარი ამოცანა ხელისუფლებისთვის დისკომფორტის შექმნაა, რათა მათ მოსახლეობისთვის მიცემული პირობა შეასრულონ. 

"ეს პიკეტი იქნება ყოველთვის. არ ექნებათ სიმშვიდე არც გარეთ და არც შიგნით. როდესაც საჭირო იქნება შევალთ. შევალთ მაშინ, როდესაც პროტესტის გამოთქმა დაგვჭირდება ტრიბუნიდან. დღეს მიგვაჩნია, რომ ქუჩაში ბოიკოტი არის უფრო ქმედითი. ხმაურს არ მოვაკლებთ. პარლამენტის ტრიბუნიდან გავრილოვის გაპანღურებამ გამოიწვია, იმ პირობის გაცემა, რომლის აღსრულებასაც ახლა ვითხოვთ. ეს არის უღირსი ადამიანების პარლამენტი", - განაცხადა გოცირიძემ.

 

 


close დახურვა