ლარის კურსი დოლართან მიმართებით ბოლო ორ კვირაში დაახლოებით 24 თეთრით გაუფასურდა. ეროვნული ბანკი ცდილობს ლარის კურსის დაჭერას. ამისთვის, სებ-მა დღეს 40 მილიონი დოლარი გაყიდა.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, დღეს ეკონომიკაში ყველაფერი დამოკიდებულია ფასებისა და ლარის სტაბილურობაზე.
„დღეს ნომერი პირველი პრობლემა ეკონომიკაში არის ფასებისა და ლარის სტაბილურობა. დანარჩენი ყველაფერი ამ ორ ბაზისზეა დამოკიდებული. ამის მიღწევა მხოლოდ მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შეუძლია. მთავრობამ უნდა შეკვეცოს ბიუჯეტში უსარგებლო ხარჯები“, - განაცხადა გოცირიძემ.
შეგახასენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა. 20 მარტს 1 დოლარის ღირებულება 3.1568 ლარი იქნება.
აღსანიშნავია, რომ 19 მარტის კურსთან შედარებით, ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარებულია.