logo
ENG



გოცირიძე: შოთაძის დანიშნულებაა, მოემსახუროს ივანიშვილის დანაშაულებრივ სისტემას

18 თებ 202010:09
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის წინ ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტები პროტესტი და პიკეტირება დაიწყო. ისინი გენერალური პორკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის არჩევას აპროტესტებენ. 

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი ღვიანიაშვილი აცხადებს, რომ 4 აპრილამდე მსგავსი ტიპის პროტესტი გაგრძელდება.

„4 აპრილს, რა თქმა უნდა, იქნება დიდი აქცია, მაგრამ ჩვენ როგორც გამოვაცდახეთ მთლიანი ოპოზიცია შეთანხმებული ვართ იმაზე, რომ ესეთ ღონისძიებებს 4 აპრილამდე აუცილებლად გავაკეთებთ და არ მივცემთ საშუალებას, რომ კომფორტში იცხოვრონ ბიძინა ივანიშვილის მონებმა და დღეს კონკრეტულად საუბარია იმაზე თუ რა გადაწყვეტილება მიიღო ბიძინა ივანიშვილმა გენერალურ პროკურორთან დაკავშირებით“, - განაცხადა ღვინიაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის თქმით, შოთაძე ხელისუფლებაში არც ერთ თანამდებობაზე უნდა ინიშნებოდეს.

„არავითარი არგუმენტი ჭირდება რატომ არ უნდა იყოს შოთაძე და მსგავსი ადამიანები არა თუ პროკურატურაში, არამედ საერთოდ ხელისუფლებაში. გვაჩვენა თუ რატომ ვაპროტესტებდით თადუმაძის დანიშვნას სასამართლოში. პირველი მისი გამოჩენა დამთავრდა სამარცხვინო ფაქტით, რასაც უგულავას დაპატიმრება ქვია. მათი დანიშნულებაა, მოემსახურონ ივანიშვილის დანაშაულებრივ სისტემას“, - განაცხადა გოცირიძემ. 

შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი საპროკურორო საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა. ის აღნიშნულ თანამდებობას 3 წლის განმავლობაში ერთხელ უკვე იკავებდა. 2018 წლის 31 მაისს კი მან გენერალური პროკურორის თანამდებობა ე.წ. „ხორავას ქუჩის საქმესთან" დაკავშირებული დარღვევების გამო დატოვა. 

ამავდროულად, შოთაძის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა. პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, უმრავლესობა შოთაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა - გენერალური პროკურორობის კანდიდატის სასარგებლოდ 8 დეპუტატმა მისცა ხმა. შოთაძე თანამდებობაზე იმ შემთხვევაში დაინიშნება თუ მას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობამ ანუ მინიმუმ 76-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. საკანონმდებლო ორგანოში კენჭისყრა დღეს გაიმართება. 

სწორედ შოთაძის არჩევას გააპროტესტებენ ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები. ისინი პარლამენტის პიკეტირებასა და პერფორმანსების გამართვას აპირებენ. 


close დახურვა