logo
ENG



გოცირიძე: ხელისუფლება ბიზნესს არეკეტებს

21 აპრ 202022:39
3 წუთის საკითხავი
 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ ხელისუფლება ბიზნეს რეკეტში დაადანაშაულა.

გოცირიძის თქმით, ხელისუფლება რეკეტის შედეგად მოპოვებულ ფულს საარჩევნო კამპანიაში ხარჯავს.

მაჟორიტარებმა შეიტანეს ამ რაღაც ფონდში ფული, რომელშიც ბიძინა ივანიშვილმა 100 მილიონი შეიტანა შექმნა. ბიზნესმენებს აიძულებენ ფულის შეტანას. ეს ბიზნეს რეკეტია. ბევრმა ბიზნესმენმა შეწყვიტა ფულის შეტანა, რადგან ეს არის მაჟორიტარული ყულაბა. მაჟორიტარები ამ ფონდიდან ეწევიან საარჩევნო კამპანიას.

პარლამენტში 29 ოფიციალური მაჟორიტარი მილიონერია. გადავამოწმოთ ვინ შემოიტანა პირველად ფული - ვინც სახელმწიფო ტენდერებს ღებულობდა. ბიზნესისაც გამკვირვებია, სადღაც დებს ფულს და შემდეგ მთავრობას ანდობს ხარჯვას. ბიზნესმა უნდა ხარჯოს ფული. ხელისუფლება ჩვენ გვიზღუდავს გადაადგილებას საშუალებას, მორალურ კრიტიკას ეწევა და ამბობს, რა დროს კრიტიკაა“, - განაცხადა გოცირიძემ.


close დახურვა