logo
ENG



გოცირიძე ოცნებას: იმპიჩმენტის პროცესი კანდიდატის სტატუსის განხილვას სპეციალურად დაამთხვიეთ

03 ოქტ 202314:55
3 წუთის საკითხავი
 
გოცირიძე ოცნებას: იმპიჩმენტის პროცესი კანდიდატის სტატუსის განხილვას სპეციალურად დაამთხვიეთ

დღეს მიდის სამარცხვინო პროცესი პრეზიდენტის იმპიჩმენტისა, რაც შეგნებულად დაგეგმეთ - დაამთხვიეთ ოქტომბერს. იმპიჩმენტის საკითხის განხილვის პარალელურად ევროკავშირი გააკეთებს შეფასებას, რომლის მიხედვითაც საქართველო ან მიიღებს კანდიდატის სტატუსს ან არა - ესეც სპეციალურად დაამთხვიეთ. იგივე ქენით კარვების კანონის შემთხვევაშიც, იცით, რომ ამასაც დასავლელი პარტნიორების მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვება, მათ შორის ევროკავშირიდან.

კარვების კანონი არის ბოლოს წინა მავნებლობა. არ ვიცი, რა იქნება ბოლო მავნებლობა, მაგრამ, აუცილებლად, ძალიან რეზონანსული, გამაღიზიანებელი კანონპროექტი იქნება თქვენი მხრიდან, რომელსაც ასევე ზუსტად დაამთხვევთ ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების პერიოდს. თქვენ ევროკავშირში გაწევრიანება არ გინდათ, თქვენ გსურთ ძალაუფლების შენარჩუნება რუსეთის მეშვეობით.


close დახურვა