logo
ENG



გოცირიძე სუს-ზე: არავინ არაფერს გეგმავს, თუ სტატუსი არ მივიღეთ, ხალხი არ აპატიებს მათ

18 სექ 202313:38
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/18/nk9ijtl7o4hyl63.jpg

რომან გოცირიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ გარედან არაფერი არ იგეგმება, თუმცა თუ ქვეყანამ სტატუსი ვერ მიიღო, ხელისუფლებას ხალხი არ აპატიებს.

"საქართველოს ისტორიაში არნახული რაოდენობის ხალხი გამოვიდა ქუჩაში, მშვიდობიანი მოთხოვნით, თხოვნით თუნდაც, როცა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს არ იწყებდა ხელისუფლება და როდესაც მიმართეს, რომ საქართველო არ ჩამორჩეს ევროინტეგრაციის პროცესს. ზოგიერთი ინფორმაციით, ქუჩაში იყო 150 000-დან 170 000-მდე ადამიანი, ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს. ეს ხალხი კი არ გამქრალა, რა თქმა უნდა, ქუჩაც იქნება, კარვებიც იქნება, ათეულ ათასობით ჩვენი მოქალაქის ქუჩაში გამოსვლა იქნება, საპროტესტო აქციებიც იქნება, კონსტიტუციით გარანტირებული პროტესტის ტალღა მოჰყვება, თუ ეს პროცესი ჩავარდა. რა მოთხოვნები იქნება, მთავრობის გადადგომა, რიგგარეშე არჩევნები, თუ სხვა და ა.შ. ამას გვაჩვენებს დრო", - ამბობს გოცირიძე. 

დეპუტატის შეფასებით, სუს-ის ეს განცხადება იმაზე მიუთითებს, რომ დარჩენილი დროის განმავლობაში ხელისუფლება რეკომენდაციების შესასრულებლად არაფრის გაკეთებას არ აპირებს. 

***

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში "დესტაბილიზაცია და სამოქალაქო არეულობის მოწყობა" იგეგმება. უწყება განცხადებაში აღნიშნავს, რომ ამას "საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი" გეგმავს.

სუს-ში ამტკიცებენ, რომ ამის საბოლოო მიზანი "ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაა". მათი განცხადებით, "დესტრუქციული პროცესების დაწყების" თარიღებად შერჩეულია მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდი, როდესაც ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა უნდა გამოქვეყნდეს. უწყების თქმით, "სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად მომზადების შეთქმულთა მოლოდინი" გათვლილია იმ გარემოებაზე, რომ გამოქვეყნებული დასკვნა იქნება უარყოფითი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამ გეგმის ავტორებად კონკრეტულ პირებს ასახელებენ - სუს საუბრობს საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილესა და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძეზე, ასევე, მის დაქვემდებარებაში მყოფ ქართული წარმოშობის მქონე პირებზე, მათ შორის მამუკა მამულაშვილზე.

 

 


close დახურვა