წლების განმავლობაში ვსაუბრობდით, რომ დემოკრატიის სიტუაცია და კანონის უზენაესობა საქართველოში უკუსვლას განიცდის. ამავე დროს, საქართველოს მოსახლეობა გამოხატავს საკუთარ სურვილს ევროპული მისწრაფებების მიმართ, თუმცა ეს მოიცავს დემოკრატიის უმაღლესი პრინციპების დაცვას, კანონის უზენაესობას, სასამართლო დამოუკიდებლობასა და ფუნდამენტურ უფლებებს.
ამიტომ მივმართავ საქართველოს მთავრობას, რომელიც შესაძლოა გვისმენდეს - გთხოვთ, სერიოზულად მიუდექით ამ დავალებას და განაგრძეთ ხსენებული რეფორმების გატარება.