დიდი გადაადგილება სახელისუფლებო მედიაში - წინასაარჩევნოდ ქართულ ოცნებას უცნობი, იგივე გრეჩიხა ასპარეზზე გამოჰყავს. არხის ახალი პრიორიტეტების გამო თანამდებობა დატოვა მაესტროს აღმასრულებელმა დირექტორმა, ვაკო ავალიანმა. ტელეკომპანია მაესტროს ჟურნალისტები არხის დირექტორის ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებენ, რომლის თანახმადაც, მათ კითხვები უჩნდებათ არა მხოლოდ დირექტორის წასვლის, არამედ მის ნაცვლად უცნობის დაბრუნების გამოც.
გრეჩიხა მაესტროზე ბრუნდება
16 ივლ 202120:22
3 წუთის საკითხავი