ხელისუფლების მიერ წარდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას აკრიტიკებენ პოლიტიკურ გაერთიანება "ლელოში". პარტიაში დღეს სტრატეგიის საკუთარ ხედვებზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს და თქვეს, რომ საქართველოს ბიუჯეტის რესურსით უფრო მეტი ადამიანის დახმარება იყო შესაძლებელი.
„ლელოში“ კითხვები აქვთ ეპიდსიტუაციის ამსახველ საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებითაც. პარტიის წევრები ამბობენ, რომ ინფორმაცია გაუმჭვირვალეა და მთავრობას დაპირების შესრულებას სთხოვენ.
როგორც "ლელოში" ამბობენ, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ გამოყოს 3 მილიარდი ლარის რესურსი საგარანტიო სესხებისთვის, რათა ბიზნეს სექტორმა მოახერხოს მუშაობის განახლება და კრიზისი მაქსიმალურად მცირე დოზით შეეხოთ.
„არსებული ანტიკრიზისული გეგმა ჩვენი მძიმე სოციალური ფონის ადეკვატური არ არის. ის ანტიკრიზისული გეგმა კლასიკური გაგებით არც არის, რადგან არ პასუხობს ყველაზე მთავარ გამოწვევებს, რომელიც არსებობს ჩვენს საზოგადოებაში.
„ლელო საქართველოში“ გამოვეცით ხედვა იმის თაობაზე თუ როგორი უნდა ყოფილიყო ადეკვატური მიდგომა, რაც პირველ რიგში გულისხმობდა მეტ სოციალური ინვესტიცია იმისათვის, რომ არც ერთი ადამიანი, რომელმაც უმძიმეს თვეებში შემოსავალი დაკარგა, არ დარჩეს მშიერი“, - აცხადებს გრიგოლ გეგელია „ლელო საქართველოს“ წევრი.