„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ქუთაისში ამ წუთებში მიმდინარე მსვლელობისას „ფორმულასთან“ საუბარში განაცხადა, რომ აქცია კონსტიტუციის ფარგლებში ჩატარდება. ვაშაძის თქმით, ხელისუფლებამ უნდა დაინახოს, რომ ხალხის პროტესტი მხოლოდ თბილისში არ არის და რეგიონებში აქციების ჩატარება იქ მცხოვრებ მოსახლეობას საკუთარი პოზიციის უკეთ დაფისქისრების საშუალებას მისცემს.
„აქციის მიზანია, რომ ქართული ცივილიზაციის აკვნიდან, ქუთაისიდან გავაგონოთ ხმა უგუნურ ხელისუფლებას, რომელსაც ჰგონია, რომ მარტო თბილისშია პროტესტის ტალღა. ეს ის ქალაქია, რომელიც მოსახლეობისგან დაცლილია და 7 წელი ინგრევა. არ მაინტერებს ამათი კონტრ-აქციები. კონსტიტუციის ფარგლებში ვიქნებით და პროვოკატორებს „ქართულ ოცნებაში“ რა დალევს“, - განაცხადა ვაშაძემ.