logo
ENG



გრიგოლ ვაშაძე: თუ არ იქნება ხელისუფლებისგან კომპრომისი, დიალოგის გაგრძელებას აზრი აღარ აქვს

09 დეკ 201911:06
3 წუთის საკითხავი
 
l973bauay7agd02.png

ოპოზიცია და ხელისუფლება საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს განაგრძობენ. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გრიგოლ ვაშაძის თქმით, მმართველ გუნდთან შეთანხმება ამ დრომდე ვერ ხერხდება და გუშინდელი შეხვედრის შედეგი მხოლოდ დათანხმება იყო მრავალმანდატიანი სისტემის განხილვაზე. 

"ჩვენ ბოლომდე გავყვებით და არავითარ შემთხვევაში არ ჩავაშლევინებთ ხელისუფლებას ამ დიალოგს, მაგრამ მივედით იმ ზღვარზე, როდესაც თუ არ იქნება ხელისუფლების მხრიდან სერიოზული კომპრომისი, ამ დიალოგის გაგრძელებას აზრი აღარ აქვს", -განაცხადა ვაშაძემ.

განცხადება გრიგოლ ვაშაძემ სასტუმრო რედისონში გააკეთა, სადაც დეპუტატები ევრონესტის ღონისძიებას ესწრებიან. 

შეგახსენებთ, რომ  ახალი ინიციატივის განსახილველად ოპოზიცია და მმართველი გუნდი დღეს კიდევ ერთხელ იკრიბება. ხელისუფლების გეგმებში გერმანული საარჩევნო მოდელის გადასინჯვა არ შედის. გაერთიანებული ოპოზიციის წევრები კი ახალი ინიციატივის განხილვასთან ერთად ეუთო-ოდირის პასუხს ელოდებიან  და კვლავ განაგრძობენ ბრძოლას გერმანული მოდელის საარჩევნო სისტემისთვის.


close დახურვა