logo
ENG



გრიგოლეთში მდინარე სუფსაში სატვირთო მანქანა გადავარდა, შედეგად არავინ დაშავებულა

30 ივლ 202217:10
3 წუთის საკითხავი
 

გრიგოლეთში მდინარე სუფსაში ფოთიდან ბათუმის მიმართულებით მიმავალი სატვირთო მანქანა გადავარდა.

ვარდნისას სატვირთოს მძღოლმა მანქანიდან გადმოხტომა მოახერხა. ის მდინარიდან მეთევზეებმა და მაშველებმა ამოიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და საავადმყოფოში გადაყვანა არ გახდა საჭირო.

სატვირთო მანქანის მძღოლის თქმით, მის წინ მანქანების კოლონა მიდიოდა, რომელთაგან ერთ-ერთმა მანქანამ მოულოდნელად დაამუხრუჭა, მძღოლმა კი აცილება სცადა და საჭე ვერ დაიმორჩილა.

„მანქანის ამოყვანა ჯერ ვერ მოხერხდება, იმიტომ რომ ცუდი მოძრაობაა. რომ შენელდება [მოძრაობა] ღამით, მერე ამოიყვანენ“ - აცხადებს დაზარალებული.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

 

close დახურვა