logo
ENG



გრიგოლია ჟურნალისტებზე თავდასხმაზე: პასუხისმგებელი არის ხელისუფლება

15 დეკ 201922:43
3 წუთის საკითხავი
 
x1z2mlvfjfgcelf.jpg

„ტვ პირველის“ გენერალურმა დირექტორმა, გადაცემაში "გიორგი თარგამაძის ფორმულა", გუშინ „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის ფაქტზე ისაუბრა.

გრიგოლია მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და აცხადებს, რომ ხშირ შემთხვევაში მსგავს ქმედებებს, სწორედ მმართველი პარტიის წარმომადგენლები ახალისებენ.

„ჩვენ ვცხოვრობთ დღეს გარემოში, სადაც საშინელებებს უკეთებენ ჟურნალისტებს. არ მოსწონთ ამ თემებზე, რომ ვლაპარაკობთ, მაგრამ წარმოიდგინეთ პატარა ჟურნალისტს და ოპერატორს აგინებენ უშვერი სიტყვებით, ფიზიკურად ეხებიან. იცით ეს რატომ ხდება?! იმიტომ რომ წინა დღეს მას აქვს მოსმენილი საკუთარი პარტიის ლიდერის განცხადება [ჟურნალისტების მიმართ], რომ თქვენ ხართ ტენდენციურები და რაღაც სისულელეები. როდესაც ლიდერები აკეთებენ ასეთ განცხადებებს, წვრილფეხობა მერე იქცევა ისე, როგორც მოექცნენ გუშინ ჩვენ ჟურნალისტებს, რა თქმა უნდა არც დაისჯებოდნენ ალბათ, მაგრამ მართლა პირობას ვდებ, რომ ამ საქმეს მივყვებით ბოლომდე... რაღაცნაირი პრეცედენტები არის საჭირო. ძალიან გათავხედდნენ, ჟურნალისტებს შეურაცხყოფას აყენებენ, მიკროფონზე ხელს ურტყამენ, აგინებენ, ამის უფლებას ჩვენ არავის მივცემთ... ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს რა ჰქვია ხელისუფლებას, არც ერთი ხელისუფლება არც მყვარებია და ჯვარი მწერია მიყვარდეს. პასუხისმგებელი დღეს, გუშინდელ მომხდარ ფაქტზე რა თქმა უნდა არის ხელისუფლება“,-განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

შეგახსენებთ, 14 დეკემბერს "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებული აქციის დასრულების შემდეგ "ტვ პირველის" ჟურნალისტს სალომე თითმერიას და ოპერატორს ბექა მარჯანიშვილს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს


close დახურვა