logo
ENG



გრინსერვის+, რომლის დირექტორი ვაკის პარკის საქმეზე დააკავეს, მერიის ტენდერებში მონაწილეობს

09 იან 202317:27
3 წუთის საკითხავი
 

კომპანია გრინსერვის+, რომლის დირექტორი და თანამშრომლები ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე არიან დაკავებული, მერიის ახალ ტენდერებში მონაწილეობს.

ფორმულას კითხვაზე საპასუხოდ, გააფორმებს თუ არა მერია ხელშეკრულებას ამ კომპანიასთან, უწყებაში აცხადებენ, რომ ტენდერი ელექტრონულია და პროცედურებში თბილისის მერია ვერ ჩაერევა.

ამ ეტაპზე კომპანია გამარჯვებული არ არის, თუმცა გამოცხადებულ ორ ტენდერში გრინსერვის+ ერთადერთი პრეტენდენტია.

ერთ შემთხვევაში არის გამწვანების პროექტი, მეორე კი - ინფრასტრუქტურის სარემონტო ტენდერი.

ამჟამად დოკუმენტაციის შეფასების ეტაპი მიმდინარეობს.

***

12 ოქტომბერს ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დასრულდა.

13 ოქტომბერს ვაკის პარკის ბურთის ამოსაღებად შადრევანში ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა.  ერთ-ერთი მოზარდი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

19 ოქტომბერს ვაკის პარკში მომხდართან დაკავშირებით 9 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან გრინსერვისპლუსის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე.

რა წარსული აქვს კომპანია გრინსერვის+-ს.


close დახურვა