გროზნოში მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვია. ინფორმაციას რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყება არ აკონკრეტებს რამდენი ადამიანი დაშავდა მომხდარის შედეგად.
რუსული მედიის ცნობით, წინასწარი მონაცემებით მოჰამედ ალის გამზირზე საწვავის ავზი აფეთქდა, რის შემდეგაც მეორე ავზს ცეცხლი გაუჩნდა.
ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ სიტუაცია პირად კონტროლზე აიყვანა, ხოლო ყველა დამნაშავე სათანადოდ იქნება დასჯილი.