„ბატონო ბიძინა, მოგმართავთ თქვენ - ფაქტობრივად, გამაერთიანებელი ხართ. ფარნავაზის, ბაგრატ მესამის, გიორგი ბრწყინვალის შემდეგ, მეოთხე გამაერთიანებელი ხართ დღეს თქვენ, ოღონდ, როგორც ჩანს, თქვენ მსხვერპლად შეეწირებით“, - „ფორმულას“ პირდაპირ ეთერში გუბაზ სანიკიძემ ბიძინა ივანიშვილს მიმართა.
„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის აზრით, 14 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილებით ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ თავს გამოუტანა განაჩენი.
„მისი ქმედების განმსაზღვრელი არის წმინდა ბანკირული - ბანკირის მთავარი ამოცანა არის, გაანადგუროს თავისი კონკურენტი და შემდეგ გადაყლაპოს. პოლიტიკაში კი პირიქითაა - სრულიად განსხვავებული წესები აქვს პოლიტიკას. რამდენიმე დღის წინ ჯერ კიდევ ახერხებდა ჩვენს დანაწევრებას, მაგრამ რაც სამი დღის წინ ჩაიდინა, ამით ყველაზე დიდი განაჩენი თავის თავს გამოუტანა ბიძინამ ერთი რამის გამო - ის არის გადამგდები, მას აღარავინ ენდობა არც შიგნით, არც გარეთ“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
ეს განცხადებები გუბაზ სანიკიძემ „გიორგი თარგამაძის ფორმულას“ პირველ გადაცემაში ისაუბრა.