logo
ENG



გუბაზ სანიკიძე: ივანიშვილი ჭკუიდან არის გადასული და ამერიკელებს ებრიქება

08 თებ 202022:32
3 წუთის საკითხავი
 

"ივანიშვილი ჭკუიდან არის გადასული და ამერიკელებს ებრიქება", - ასე აფასებს "ეროვნული ფორუმის" ლიდერი გუბაზ სანიკიძე ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ მდგომარეობას.

რაც შეეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტის ახალ ინიციატივას, სანიკიძე დარწმუნებულია რომ შტაბის შექმნას დადებითი ეფექტი ექნება და რაც, მთავარია ის ემსახურება ბიძინა ივანიშვილის დამარცხებას.

გუბაზ სანიკიძე დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკშვილის როლი ქართული პოლიტიკის განვითარებაში მნიშვნელოვანია. 

"ივანიშვილი ჭკუიდან არის გადასული და ამერიკელებს ებრიქება. გახსოვთ ივანიშვილის სახე საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ?! - როგორი დაჩოქილი იყო და ლამის მოტირალი 3 წლის ბავშვივით. ის ფაქტი გამეორდება, მხოლოდ პირველივე ტურში დასრულდება ყველაფერი. აქ მარტივადაა საქმე, სააკაშვილმა დღეს დააფიქსირა რომ აპირებს თავისი სამშობლოს პოლიტიკაში აქტიურ ჩართვას, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ პოზიციებს დათმობს უკრაინაში. თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ის ნომერ მეორე ავტორიტეტია უკრაინაში პრეზიდენტ ზელენსკის შემდეგ", - აღნიშნა სანიკიძემ. 

შეგახენებთ, დღეს მიხეილ სააკაშილმა ახალი ინიციტივა წარადგინა. მან საპრეზიდენტო ბიბიოლთეკის ბაზაზე შტაბის შექმნა დაანონსა, სადაც ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების წარმომადგენლები "ქართული ოცნების" დამარცხებისთვისთვის იბრძოლებენ. 


close დახურვა