logo
ENG



გუგავა: ივანიშვილი შულერია - თუ არჩევნებს გააყალბებს, ხალხისგან მრისხანებას მიიღებს

23 თებ 202022:45
3 წუთის საკითხავი
 

„ყველა პირობა არსებობს იმისათვის რომ არჩევნების გზით შეიცვალოს ეს ხელისუფლება, თუ ამას არ გააკეთებს, შეეცდება არჩევნების ტოტალურ გაყალბებას ის მიიღებს ხალხისგან მრისხანებას, და ვერ გაასწრებენ“,- აღნიშნული განცხადება „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა, გიორგი გუგავამ გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ გააკეთა.

გუგავამ გადაცემაში განაცხადა, რომ ქვეყანაში სამი ძირითადი პირობა არსებობს, იმისთვის რომ მოქმედი ხელისუფლება შეიცვალოს.

„ხელისუფლება გვებრძვის წესების გარეშე. აქ საუბარია იმის შესახებ რომ მათ დადეს პირობა არა მხოლოდ ქართველი ხალხის წინაშე, არამედ საერთაშორისო საზოგადოების წინაშე, რომ პროპორციული წესით ჩატარდებოდა არჩევნები, მაგრამ როგორც ჩვევია ივანიშვილს - აქაც გადააგდო სულ ყველა, ის ცნობილი შულერია. ამის შემდეგ ოპოზიცია კიდევ ერთხელ წავიდა კომპრომისზე, მრავალი კომპრომისული ვარიანტი შესთავაზა ხელისუფლებას, მაგრამ ისინი არიან კვლავ გაჯიუტებული. მათი ტონალობა არის დამარცხებისთვის განწირული პოლიტიკური ძალის პოზა, ხელოვნურად აგულიანებენ საკუთარ ამომრჩეველს, რომ ძლიერად არიან, მაგრამ სინამდვილეში ისინი განწირული არიან. სამი მთავარი პირობაა დღეს ქვეყანაში რაც უზრუნველყოფ ხელისუფლების გარდაუვალ და აუცილებელ შეცვლას. პირველი: ქვეყანაში შექმნილია კრიზისი, მათ შორის პოლიტიკური, სამართლებრივი და აქედან გამომდინარე ქართველი საზოგადოება გამზადებულია იმისთვის, რომ ეს ხელისუფლება შეცვალოს. ამავე დროს ჩვენ ვუყურებთ საერთაშორისო საზოგადოების ნეგატიურ დამოკიდებულებას. ასეთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ ესეთი მკაცრი ყოფილიყოს სტრატეგიული მოკავშირის პოზიცია ხელისუფლების მიმართ და მესამე პირობა ეს არის ოპოზიციის უპრეცედენტო ერთიანობა ამ ბრძოლაში. ყველა პირობა არსებობს იმისათვის, რომ არჩევნების გზით შეიცვალოს ეს ხელისუფლება. თუ ამას არ გააკეთებს, შეეცდება არჩევნების ტოტალურ გაყალბებას, ის მიიღებს ხალხისგან მრისხანებას, და ვერ გაასწრებენ“,-განაცხადა გიორგი გუგავამ.

 

 

 

 

 


close დახურვა