logo
ENG



გუგავა გერმანულ მოდელზე: ტყუილად იჭაჭება გავრილოვნა კობახიძე

26 ნოე 201917:17
3 წუთის საკითხავი
 
gxhcyb67ceq8npi.jpg

ოპოზიციური პარტიები კონსულტაციებს გამართავენ და მოილაპარაკებენ სამომავლო გეგმებზე. როგორც ისინი აცხადებენ, მმართველ ძალას არ დაუტოვებენ სხვა გზას, რადგან ძალადობრივი რეჟიმი უნდა დასრულდეს.

„ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი წევრის, გიორგი გუგავას თქმით, ივანიშვილის მმართველობა უკვე იქცა ძალადობრივ რეჟიმად და მას ხალხში დასაყრდენი აღარ დარჩა.

„ივანიშვილი საბოლოოდ ჩამოყალიბდა, როგორც ძალადობრივი რეჟიმის ხელმძღვანელი, მოძალადე, რომელიც ძალადობს მშვიდობიან მოქალაქეებზე. ის აგრძელებს ძალადობრივი მეთოდების გამოყენებას, რომელიც მიმართულია, რომ დათრგუნოს მისი საწინააღმდეგო აზრი, მას დასაყრდენი არ დარჩა ხალხში და ის ამოეფარა სპეცრაზმს, რომელიც ახორციელებს ისეთ ქმედებებს, რომელიც სადიზმში შეიძლება გაიყვანო. თავადაა გასული კანონიერი ველიდან, იქცა დესტრუქციულ ძალად, რომელმაც შექმნა ეკონომიკური, სოციალური, სამართლებრივი კრიზისი და უკვე სახელმწიფოებრივი კრიზისიც. უნდა ვაიძულოთ ეს ძალადობრივი რეჟიმი, მოქალაქეს ჰქონდეს უფლება, გააკეთოს თავისუფალი არჩევანი. აქციები იქნება მწვავე, იქნება პიკეტირებაც. ხალხის ნება არის უზენაესი და ივანიშვილი უკვე დასრულებულია“, - ამბობს გიორგი გუგავა.

ლეიბორისტული პარტიის წევრი ეხმიანება პარლამენტში სესიის განახლებას. მისი აზრით, ამ სხდომებმა აჩვენა, რომ მაჟორიტარების აჯანყება ივანიშვილის გეგმა იყო.

„თანამდებობები გაინაწილეს იმ დეპუტატებმა, რომლებიც აჯანყებულთა სიაში იყვნენ და დამტკიცდა, რომ ეს ივანიშვილის დაგეგმილი იყო“, - ამბობს გიორგი გუგავა.

მისივე თქმით, გერმანული მოდელი სრულად შეესაბამება ქართულ კანონმდებლობას და მმართველი გუნდი დესტრუქციულად იქცევა.

„ოპოზიცია არის კონსტრუქციული და შესთავაზა მთავრობას გერმანული მოდელი, რომელიც სრულ ჰარმონიაშია ქართულ კანონმდებლობასთან. ტყუილად იჭაჭება გავრილოვნა კობახიძე, დადის ქუჩაში და აგრძელებს უტიფარ განცხადებებს", - განაცხადა გიორგი გუგავამ.

შეგახსენებთ,რომ ოპოზიციური პარტიები „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეიკრიბებიან და სამომავლო გეგმებზე იმსჯელებენ.


close დახურვა