logo
ENG



გუდაური-კობის გზაზე ავტოტრანსპორტის ნაწილისთვის მოძრაობა აიკრძალა

17 დეკ 202319:18
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/17/uendmv59bxthu1o.jpg
ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქარბუქის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

გუდაური-კობის გზაზე ავტოტრანსპორტის ნაწილისთვის მოძრაობა აიკრძალა დეპარტამენტში ამბობენ, რომ აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.


close დახურვა