logo
ENG



გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის გამო მოძრაობა იზღუდება

07 დეკ 202300:02
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/07/5gq1y6ir9g1sj2w.jpg

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია.

მათი განცხადებით, აღნიშნულის გამო ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალული იქნება. მათი განცხადებით, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 10 დეკემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილო-მაღალმთიან რაიონებში 7 დეკემბრის დილამდე ძლიერი თოვა, ზვავსაშიშროება, ნისლი და ქარბუქია მოსალოდნელი. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, სააგენტოს განცხადებით, იქ მცირე ნალექი სითბოს ფონზეა მოსალოდნელი, ხოლო ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში შედარებით ცივი ამინდი.


close დახურვა