logo
ENG



გუდაურის კურორტის გამორჩეული შენობა დაიწვა

29 თებ 202020:40
3 წუთის საკითხავი
 

გუდაურის კურორტის გამორჩეული შენობა დაიწვა. ცეცხლი, სავარაუდოდ, ბუხრიდან გუშინ გვიან ღამით გაჩნდა.

ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა 30 წელზე მეტი ხნის ისტორიის მქონე შენობა მთის წვერზე აღარ არსებობს. ცეცხლს გადაურჩნენ ადამიანები, რომლებიც ღამეს ხიჟინაში ათევდნენ.

„ხიჟინას“ მშენებლობა 2750 მეტრზე ზღვის დონიდან  გუდაურში გასული საუკუნის ბოლოს, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში 1983 წელს დაიწყო. ის დამხმარე ნაგებობად აშენდა და მოთხილამურეთათვის პირველადი დახმარების ცენტრს და მოსასვენებელს წარმოადგენდა, 90-იან წლებში კი ორი წელიწადი უწყლოდ ფუნქციონირებდა.

პირველი არენდატორი - ექსტრემალური და რთული ბიზნესის მფლობელი ქვეყნისთვის მძიმე წლებში მოთხილამურე კოსტა ქავთარია და მისი ოჯახი გახდა. "ხიჟინას" 32-წლიან თავგადასავალს ეს ფოტოები და ის ადამიანები ინახავენ, ვინც კურორტის დაარსებიდან დღემდე გუდაურში სრიალებს. 

არქიტექტორები, მთამსვლელები, სნოუბორდისტები და თხილამურის მოყვარულები ყოველი დღის ბოლოს ამ გუდაურისთვის განსაკუთრებულ პატარა კოტეჯში იკრიბებოდნენ და ცხელ ღვინოს სვამდნენ. ტრადიციის მიხედვით კი, განსაკუთრებით ცუდი ხილვადობის დროს სახლში ჩირაღდნების დახმარებით ბრუნდებოდნენ. 

ვეტერანი მოთხილამურეები და მთის მოყვარულები ამბობენ, რომ „ხიჟინას“ გარეშე დარჩენილი გუდაური ვეღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც წარსულში იყო. 


close დახურვა