logo
ENG



გუდაურში გადარჩენილ პარაპლანისტს ოპერაცია ჩაუტარდა, მისი მდგომარეობა სტაბილურია

30 ივლ 202212:06
3 წუთის საკითხავი
 

გუდაურში გადარჩენილი პარაპლანისტის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და როგორც აცხადებენ, მომავალში ქირურგიული ჩარევა არ დასჭირდება.

32 წლის ნუგზარ რაზმაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული. როგორც ირკვევა მას ტვინის შერყევა აქვს და დაზიანებული აქვს კიდურები.

"ამ წუთში პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, გუშინ ჩაუტარდა გადაუდებლად ჩაუტარდა ოპერაცია, იმყოფება ქირურგიულ დეპარტამენტში დაკვირვების ქვეშ. ამ ეტაპზე დამატებით ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს", - ამბობს ფორმულასთან კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი.

პარაპლანის მეორე მგზავრი, რომელიც ხევში ჩავარდნის დროს დაიღუპა, პაკისტანის მოქალაქეა. მისი ცოლი, შარილ მორალ ტიმანი ამბობს, რომ ამ დრომდე მას არავინ დაკავშირებია და ქმრის დაღუპვის შესახებ ოფიციალური უწყებებიდან ინფორმაციას არავინ აწვდის.

გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.

შედეგად ევრტმფრენში მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა.

დაღუპულები არიან: 

ეკიპაჟის მეთაური ზაზა ლორია;

ეკიპაჟის წევრები - დიმიტრი ქააძე, ლევან ჩოხელი და ანდრო ქუჯოშვილი;

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმები: ქეთევან გულაღაშვილი და გიორგი ვენეცკი;

მაშველები გიორგი მარგიანი და კახა ტორჩინავა.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო და სამძებრო ღონისძიებები რამდენიმე საათის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა. ამ დროისთვის, ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ცხედრები ამოსვენებულია.


close დახურვა