გუდაურში მდებარე კაფე "ვიტამინი" დაიწვა. ხანძრის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.
როგორც "ფორმულას" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით 112-ში ზარი არ შესულა.
მათივე ინფორმაციით, კვამლი ადგილობრივმა მეხანძრეებმა შენიშნეს, თუმცა ადგილზე მისვლის შემდეგ, შენობა უკვე დამწვარი დახვდათ.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.