logo
ENG



გუდაურში ჩამოვარდა შსს-ს ვერტმფრენი, რომელიც პარაპლანისტების გადარჩენას ცდილობდა

29 ივლ 202217:00
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/29/ozpaqy09jgbac80.jpg

გუდაურში კატასტროფა განიცადა ვერტმფრენმა, რომელიც პარაპლანისტების გადარჩენას ცდილობდა - მან მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.

შსს-ს ცნობით, ვერტმფრენის ბორტზე ეკიპაჟის წევრების გარდა იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და მედიკოსები.

უწყების ცნობით, დამატებითი დეტალები ზუსტდება.

დღეს, 29 ივლისს გუდაურში პარაპლანი კლდეს შეეჯახა. ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობდა.


close დახურვა