logo
ENG



გუნდის ხელმძღვანელი: რელიგიურ ფაშისტებს გულზე მოხვდათ, როდესაც ჩვენ პატივი მივაგეთ პაპს

01 ივლ 202218:23
3 წუთის საკითხავი
clock 1019
გუნდის ხელმძღვანელი: რელიგიურ ფაშისტებს გულზე მოხვდათ, როდესაც ჩვენ პატივი მივაგეთ პაპს
კადრი ვიდეოდან / საპატრიარქოს ტელევიზია

ჩვენს რელიგიურ ფაშისტებს გულზე მოხვდათ, როდესაც ჩვენ პატივი მივაგეთ პაპს. ამ დროს, ჩვენ ნამღერი გვაქვს ირანის აიათოლასთან, აზერბაიჯანის სულიერ ლიდერთან, კენტერბერიის მთავარეპისკოპოსთან. როდესაც ირანში ვიყავით, იქ ჩვენს წინაშე ერთ-ერთმა აიათოლამ უთხრა პატრიარქს - "ცუდად ვარ დამლოცეთ და ილოცეთ ჩემთვისო". პატრიარქმა ის დალოცა. მეორე აითოლამ კი უთხრა - "როდესაც აქ მოდიოდით, მე ვიხილე უამრავი ანგელოსი თქვენს გარშემოო". პაპის სიტყვებიც და შეფასებაც პატრიარქზე ცნობილია და ყველამ ვიცით.

რა გამოდის, პატრიარქი იქცევა არა-სწორად ამ ადამიანებთან ასეთი ურთიერთობით თუ მმკ-ელი სექტანტები? პასუხი ცხადია.

ჩვენს რელიგიურ ფაშისტებს ყველაზე მეტად რომის პაპი და კათოლიკეები სძულთ, ცილს სწამებენ მათ და უშვერი სიტყვებით მოიხსენიებენ და ჰგონიათ, რომ ამით ჯვარზე გაკრულ იესო ქრისტეს ახარებენ და ემსახურებიან. იქამდეც კი მიდიან, რომ წმინდა კონსტანტინე იმპერატორის მიერ აშენებულ, შემდეგ კი ლეონარდოს, ბერნინისა და მიქელანჯელოს მიერ აგებულ ბაზილიკას, სადაც საფლავია წმინდა პეტრე მოციქულთა თავისა, წმინდა პაპ გრიგორი დიდის, დიოლოგონისა და აგრეთვე სხვა უამრავი წმინდანისა და მოწამისა, ისინი "სატანის სახლს" უწოდებენ.


close დახურვა