logo
ENG



გურამ კაშია სამეგრელოში ბავშვებს ​თანასწორობასა და ტოლერანტობაზე ესაუბრა

12 ივნ 202112:00
3 წუთის საკითხავი
 
გურამ კაშია სამეგრელოში ბავშვებს ​თანასწორობასა და ტოლერანტობაზე ესაუბრა

გურამ კაშია სამეგრელოში ბავშვებს ​თანასწორობაზე, ტოლერანტობასა და არაძალადობრივ ურთიერთობებზე ესაუბრა. 

კაშია მოზარდებს გაეროს მოსახლეობის ფონდის, საქართველოს ოფისის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და საფეხბურთო კლუბ თბილისის ლოკომოტივის ინიციტივით, კამპანიის კაცები ზრუნავენ ფარგლებში შეხვდა. 

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა ჯღარკავამ და საფეხბურთო კლუბ ლოკომოტივის ტექნიკურმა დირექტორმა გიორგი ყიფიანმა.

დისკუსიას გაუძღვა ტელეწამყვანი და მწერალი ალექსანდრე ლორთქიფანიძე.

შეხვედრა სოფელ ხეთას სტადიონზე გაიმართა.

შეხვედრას დაესწრნენ ხეთას ადგილობრივი საფეხბურთო სკოლის ასაკობრივი გუნდების და ხობის „კოლხეთის“ გოგონათა გუნდის ფეხბურთელები ქალთა საფეხბურთო კლუბი ხობის კოლხეთი. 


close დახურვა