logo
ENG



გურამ ფალავანდიშვილი: ევროპაში ჩვენ ვხედავთ ქუჩაში ტუჩებში მოკოცნავე კაცებს

08 ნოე 201914:15
3 წუთის საკითხავი
 
tb1ikycd5x83nnk.png

რამდენად მშვიდობიანად ჩაივლის ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება - რადიკალური და ჰომოფობიური ჯგუფები სეანსების ჩაშლით იმუქრებიან.

რამდენიმე წუთის წინ კინოთეატრ "ამირანთან" მივიდა გურამ ფალავანდიშვილი და დიმიტრი ლორთქიფანიძე. ჟურნალისტი დაინტერესდა თუ რა იყო მათი ადრე მისვლის მიზეზი, რადგან პრემიერამდე 7 საათია დარჩენილი. გურამ ფალავანდიშვილის განცხადებით, მას სურდა სხვა ფილმზე ბილეთის შეძენა, რათა კინოთეატრში დარჩენილიყო და გამოერთო ფილმი. კითხვაზე რატომ აპროტესტებენ ისინი ფილმის პრემიერას და რატომ მივიდნენ პრემიერამდე რამდენიმე საათით ადრე ისინი პასუხობენ, რომ კინოთეატრს არ აქვს გამოკრული ფილმის აფიშა, ისინი ასევე ითხოვენ ფილმზე ასაკობრივი ცენზის დაწესებას. ფილმზე ასაკობრივი ცენზი დაწესებულია R რაც იმას ნიშნავს, რომ 17 წლამდე მოზარდებს ფილმის ნახვა მხოლოდ მშობლის თანდასწრებით შეუძლია.

"ის რომ შევდივარ ვიღაცას "პრიომი" ჩავუტარო და დავარტყა ეგრე არა. ფილმში დადებითი კუთხითაა წარმოჩენილი ჰომოსექსუალური ლტოლვა ორ მამაკაცს შორის. კინოს ყურება ყველას შეუძლია თავის სახლში. ევროპაში ჩვენ ვხედავთ ქუჩაში ტუჩებში მოკოცნავე კაცებს. თბილისში ამას ვერ ვნახავთ," - განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.

დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, პრემიერამდე რამდენიმე საათით ადრე იმიტომ მივიდნენ, რომ ფილმის აფიშა არ არის გამოკრული. ის ასევე ითხოვს ფილმზე ასაკობრივი ცენზი დაწესდეს.

"მე მაქვს ის კონტენტები ნანახი, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით და საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის თვალთახედვით არის პორნოგრაფიული შინაარსის. ჩვენ მოვედით იმისათვის, რომ დაგვეფიქსირებინა - აქ არ არის აფიშა, აფიშაზე უნდა იყოს ასაკობრივი ცენზი გამოტანილი და საჯარო ინფორმაცია. ეს არის დარღვევა," - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

„ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი კინოთეატრ "ამირანთან" ქართული მარში კინო ჩვენების ჩასაშლელად ემზადება. მარშელების განცხადებით, მათი მთავარი გეგმაა, რომ ქართველი მაყურებელი არ დაესწროს ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ“ კინო ჩვენებას.

შეგახსენებთ, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა საქართველოში დღეს, 8 ნოემბერს კინოთეატრ "ამირანში" გაიმართება. როგორც ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ განაცხადა, ის მომხრეებთან ერთად არ დაუშვებს ფილმის ჩვენებას და საჭიროების შემთხვევაში პოლიციის კორდონსაც გაწევენ გვერდით და დაიკავებენ კინოდარბაზს.

შენიშვნა: "ფორმულა" ემიჯნება ჰომოფობიურ ტერმინებსა და გამოთქმებს


close დახურვა