logo
ENG



გურამ ფალავანდიშვილმა ქობულეთში სექსუალური განათლების შესახებ გრაფიტი დააზიანა

22 აგვ 202015:09
3 წუთის საკითხავი
 
1n1cwu9gy25dn8j.jpg

ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელმა გურამ ფალავანდიშვილმა ქობულეთში სექსუალური განათლების შესახებ გრაფიტი დააზიანა. ვიდეო ერთ-ერთ გვერდზე გავრცელდა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ შლის ნაწერს ფალავანდიშვილი, პარალელურად კი ქობულეთის მერს ცემით ემუქრება.

"ამ ქალაქის მერი უნდა გადადგეს. მე წავშალე და მე დამაჯარიმეთ და მაგათ დავაჯარიმებთ ჩვენ, თავიანთ კაბინეტებში. გურამ ფალავანდიშვილი ვარ და ამ სიბინძურეს ვშლი. კაი საცემი ხარ, მინიმუმ", - ამბობს ფალავანდიშვილი.

გრაფიტზე, რომელიც მან დააზიანა, ეწერა: "სექსუალური განათლება არ არის მხოლოდ სქესობრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული. ეს არის კომპლექსი, რომელშიც შედის ღირებულებები, უფლებები, სამედიცინო საკითხები, უსაფრთხოება, ემოციები".

სხვადასხვა თემაზე მსგავსი შინაარსის გრაფიტი პროექტის ფარგლებში შესრულდა. როგორც ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ათინა ბრეგვაძემ "ფორმულას" უთხრა, ეს ნახატი ქობულეთში სანაპიროსთან ახლოს, პარკთან დახატეს. მისი თქმით, გრაფიტი მიზნად საკითხზე ცნობიერებას ამაღლებას ისახავს და ამით საზოგადოებისთვის იმის თქმა სურდათ, რომ სექსუალური განათლება ძალიან ბევრ რამეს მოიცავს. მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში 7 გრაფიტი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში შეასრულეს. 


close დახურვა