logo
ENG



გურამ ჩალაგაშვილი: ივანიშვილის გინებისთვის 700 ლარით დამაჯარიმეს

08 ოქტ 201916:47
3 წუთის საკითხავი
 
qbsj29rd14hforw.jpg

„გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი სასამართლომ 700 ლარით დააჯარიმა.

სასამართლო მას წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა. 

როგორც შსს-ში განაცხადეს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გადამოწმების მიზნით ერთ-ერთი ავტომობილი შეაჩერეს. მძღოლის თანხმლებმა მგზავრმა, 1977 წელს დაბადებულმა გურამ ჩალაგაშვილმა სამართალდამცველების მიმართ გამოხატა აგრესია, არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, რის შემდეგაც ის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევისთვის დააკავეს.

„ჩვენმა ხელისუფლებამ 30%-იანი ფასდაკლება ისწავლა. მამუკა ხაზარაძეს მოსთხოვეს მილიონი და დაუტოვეს 700 000, ჩემთან იყო 1000, დაუკლეს და 700 ლარის გადახდა მომთხოვეს. ის, რომ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს, ამაზე მეორე აზრი არ არსებობს. ჩემი დღევანდელი საქმე არაფერს არ ნიშნავს, როცა ქვეყანას პოლიტპატიმრები ჰყავს, მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველო უყვართ. ჩვენ გვყავს ქვეყანაში ერთი „ქველმოქმედი“, მას გავუგზავნი ამ ქვითარს, ან თავად მან გადაიხადოს ეს თანხა, ან იმ ხალხმა, ვინც ესოდენ აღფრთოვანებულია მისით. თუ გაქვთ სურვილი ბიძინა ივანიშვილი გალანძღოთ, 700 ლარი მოამზადეთ“, - განაცხადა გურამ ჩალაგაშილმა.

 

 


close დახურვა