logo
ENG



გურამიშვილზე აფეთქების შედეგად დაშავებულის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

20 ოქტ 201912:05
3 წუთის საკითხავი
 
2ujskvsbct2r58m.jpg

თბილისში, გურამიშვილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. დაზარალებულს მრავლობითი დამწვრობა აღენიშნება, დაზიანებული აქვს სასუნთქი გზებიც.

ექიმის განცხადებით, პაციენტი კონტაქტურია და ანტიშოკური მკურნალობა უტარდება.

„პაციენტიის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, ის წევს ისევ დამწვრობის ცენტრის რეანიმაციაში, უტარდება ანტიშოკური მკურნალობა. კონტაქტურია, უხალისოდ შემოდის კონტაქტში. ადინამიურია,“ - განაცხადა ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის  ექიმმა.

გუშინ, გურამიშვილზე, აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, გაზის დაგროვება გახდა, რაც დაზიანებულმა წყლის გამათბობელმა გამოიწვია. კორპუსიდან გაიყვანეს 77 ოჯახი. აფეთქების შედეგად სულ 5 ადამიანი დაშავდა.

 


close დახურვა