logo
ENG



გურამიშვილზე აფეთქებისგან დაზარალებული 70-მდე ოჯახი ექსპერტიზის პასუხებს ელოდება

19 ოქტ 201918:29
3 წუთის საკითხავი
 
j8u7f9jgkjxsmgu.jpg

გაზის აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები საცხოვრებელი კორპუსის ვარგისობის შესახებ ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან. 70-მდე ოჯახი სხვადასხვა სასტუმროშია გადანაწილებული. როგორც თავად ამბობენ, პირობები ნორმალურია, თუმცა იმედი აქვთ, რომ  დასკვნა მალე დაიდება. 

დაზარალებული მოქალაქეები დღეს თბილისის მერმა მოინახულა. კახი კალაძის თქმით, ისინი თავიანთ საცხოვრებელ კორპუსში დაბრუნდებიან მას შემდეგ, რაც ექსპერტიზის პასუხები იქნება ცნობილი. 

გურამიშვილის 30 ნომერში მდებარე კორპუსში, სავარაუდოდ, კუსტარულად დამზადებული წყლის გამაცხელებელი აფეთქდა, რამაც კორპუსი და მიმდებარე ტერიტორია დააზიანა. მომხდარზე გამოძიება მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის უკვე დაწყებულია. 


close დახურვა