თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. დაზარალებულს სხეულის 70 პროცენტი აქვს დამწვარი და სასუნთქი გზები აქვს დაზიანებული.
„პაციენტის მდგომარეობა რჩება მძიმე, ისევ მიმდინარეობს მისი მკურნალობა, ინტენსიური იმფოზიური და მედიკამენტოზური მკურნალობა, ჯერჯერობით კომენტარებისგან თავს შევიკავებთ მდგომარეობა ისევ მძიმეა,“-განაცხადა დაშავებულის ექიმმა.
დაშავებული ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელი, იოსებ ჯავახიშვილია. გურამიშვილზე, აფეთქება შაბათს დილით მოხდა. აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, გაზის დაგროვება გახდა, რაც დაზიანებულმა წყლის გამათბობელმა გამოიწვია. კორპუსიდან 77 ოჯახი გაიყვანეს, მათგან 5 დაშავდა.