გურიაში, ოზურგეთი-ჩოხატაურის დამაკავშირებელ გზაზე 15 წლის მოზარდს მიკროავტუბუსი დაეჯახა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს ის გარდაცვლილი დახვდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მოზარდი მიკროავტობუსიდან ჩამოვიდა და სახლში მიდიოდა, რა დროსაც საპირისპირო მხრიდან მოძრავი მიკროავტობუსი დაეჯახა.