მარიამ ბურჭულაძე ოზურგეთიდან ორი დღის წინ სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ გაუჩინარდა. სათვალთვალო კამერებმა ის ბოლოს ოზურგეთი-ქობულეთის დამაკვაშრიებელ გზაზე ფეხით მიმავალი დააფიქსირეს. 17 წლის მოზარდის კლასელი ფორმულას უყვება, რომ გოგონამ გაუჩინარებამდე წერილი დატოვა. წერილის არსებობას ადასტურებს დედა, ამბობს რომ ის ინგლისურ ენაზეა დაწერილი და უკვე წაიღო პოლიციამ.
გურიაში დაკარგულმა გოგონამ გაუჩინარებამდე წერილი დატოვა
21 აპრ 202112:43
3 წუთის საკითხავი